19 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
ევროსასამართლოს ნამდვილად გაუჩნდა კითხვები სწორედ იმ თემებზე, რაზეც ჩვენ ვდაობთ - თამთა მურადაშვილი

„ეს კითხვები არის საინტერესო იმიტომ, რომ ჩანს, რომ სასამართლოს ნამდვილად გაუჩნდა კითხვები სწორედ იმ თემებზე, რაზეც ჩვენ ვდაობთ, რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ ნამდვილად იყო დარღვეული,“ - ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმის დასაშვებობის განხილვის დაწყებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი2-ის საქმის დასაშვებობის განხილვა დაიწყო.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ წერილი უწყებამ 7 დეკემბერს მიიღო, სადაც დასმულია კონკრეტული კითხვები საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობამ 2018 წლის 28 მარტამდე უნდა უპასუხოს.

რუსთავი2-ის იურისტი განმარტავს, რომ სასამართლო სწორედ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე სვამს კითხვებს, რასაც რუსთავი2 ასაჩივრებდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ე.წ. კომუნიცირების ეტაპი, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით. ეს ეტაპი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ დავინახავდით, სასამართლო რა კითხვებით მიმათავდა მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და გავიგებდით მინიშნებებს, თუ რა საკითხებით დაინტერესდა სასამართლო,“ - აცხადებს მურადაშვილი.

მისი თქმით, ყველა სადაო მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ დასვა კითხვები, რომელთა უმრავლესობა ყადაღასთან არის დაკავშირებული,

„სასამართლო სვამს კითხვას, რამდენად პროპორციული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ლახავს თუ არა ეს სიტყვის თავისუფლებას, მძიმე ფინანსურ წნეხს შეეძლო თუ არა, გამოეწვია არხისთვის სიტყვის თავისუფალი გავრცელების შეზღუდვა,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

იურისტი ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო კითხვებს მოსამართლეების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც სვამს.

„კერძოდ, აქცენტი კეთდება სამ მოსამართლეზე, პირველი ინსტანცია თამაზ ურთმელიძე, უზენაეს სასამართლოში თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მზია თოდუა,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები