23 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
ეუთოს მინისტრთა საბჭოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ერთობლივი განცხადება გაკეთდა

ეუთოს მინისტრთა საბჭოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

საბჭოს წევრი ათი ქვეყნის განცხადებაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, აღნიშნავს, რომ განცხადებაში რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზეცაა საუბარი.

„ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების, რეგიონების დეოკუპაცია და დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები,“ - განაცხადა მინისტრმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა, დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მეგობარი ქვეყნის ჯგუფის განცხადებაში რუსეთს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები