19 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი 20 საათია, დაკავებულია

უკვე 20 საათია, მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბედს ორშაბათს კიევის სასამართლო გადაწყვეტს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან იმყოფებოდნენ მისი უკრაინელი ადვოკატები. მათ სააკაშვილს პირადი ნივთები და წიგნები გადასცეს.

ადვოკატების განცხადებით, ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი შიმშილობას აგრძელებს.

„უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია, დასვენების დღეა და იზოლატორის ტერიტორიაზე ადამიანებს არ უშვებენ. მედიის ზეწოლის შედეგად ჩვენ შეგვიშვეს, რათა მისთვის პირადი ჰიგიენის ნივთები, წიგნები და საკანცელარიო ნივთები გადაგვეცა, რომელსაც ის ითხოვდა. ექიმის თქმით, მიხეილი თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა შიმშილობას აგრძელებს და ეს მისი პრინციპული პოზციაა. ის მხოლოდ წყალს იღებს და სასამართლოსთვის ემზადება, რომელიც ამ დღეებში უნდა გაიმართოს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები