22 სექტემბერი 2018,   21:54
ვრცლად
ის უნდა გაცვლილიყო იმ პატიმრებში, რომლებიც იმ დროს რუსეთის ციხეებში იყვნენ - ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძეზე

„დადგენილია, რომ გაუპატიურება არ ყოფილა, ეს საქმე ამდენი წელია, მიდის, ეს ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული, არა თუ ვინმეს შეძლო ზედმეტი წნეხის ქვეშ მოექცია, არამედ ეს პატიმარი სასათბურე პატიმრობაში უნდა ყოფილიყო, ის უნდა გაცვლილიყო იმ პატიმრებში, რომლებიც იმ დროს რუსეთის ციხეებში იყვნენ,“ - ეს განცხადება შაბათის კურიერის ეთერში ბაჩო ახალაიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან სერგო თეთრაძის საქმეზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პატიმრების გაცვლა უნდა მომხდარიყო.

„აბსოლუტური სიგიჟეა, სრული სიგიჟეა, პირიქით, ის უნდა ყოფილიყო საუკეთესო პირობებში და პრინციპში, ეს მოლაპარაკება, თითქმის, ბოლომდე იყო მისული... რომელი გიჟი გააკეთებს იმას, რომ კაცი, რომელიც აქ გყავს გასაცვლელად, რამე წნეხის ქვეშ მოაქციო, როცა იცი, რომ ზუსტად მისი საპირწონე იქით რუსეთის ციხეში ზის,“ - განაცხადა ახალაიამ.

ბაჩო ახალაიას თავადაც აქვს კითხვები სერგო თეთრაძის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით.

„ადამიანი, რომელიც ასეთი დიდი მნიშვნელობის საქმეში იყო, რომელსაც არაფერი უნდა მოსვლოდა, მეუბნებიან, რომ გულით გარდაიცვალა, კითხვები რჩება,“ - აღნიშნა ახალაიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები