19 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
პოროშენკო სისტემურად დამთავრებული პოლიტიკოსია - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განსხვავებული აქცენტების ეთერში აფასებს. მისი თქმით, უკრაინა კვლავ რევოლუციურ პროცესშია და სააკაშვილი სწორედ ამის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

„პოროშენკო სისტემურად დამთავრებული პოლიტიკოსია, გამომდინარე იქიდან, რომ რევოლუციური იდეალები, რა ტალღაზეც ის მოვიდა, ფაქტობრივად, მას უკავშირდება სრული იმედგაცრუება ხალხისგან, შესაბამისად, მის ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს შიდა უკრაინული პოლიტიკური გაგებით,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, პოროშენკოს მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი გზა ყველა ოპონენტის რუსეთის აგენტად მოხსენიებაა.

„სააკაშვილის შემთხვევაში ამ არგუმენტის გამოყენება ნაკლებად დამაჯერებელია და, თუ ჩვენ პოროშენკოს შეცდომებზე შეგვიძლია, ვისაუბროთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ერთი ფაქტორი, რაზეც ის დგას და მეორე ფაქტორი, ეს გახლავთ ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი,“ - აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ანდრეი ავაკოვის წინა პლანზე წამოწევა ამ ეტაპზე არ მოხდება, რადგან, მისი თქმით, „ავაკოვიც საკმაოდ კორუმპირებული ადამიანია“.

დღის ამბები