25 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
დაკავება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს".

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები