25 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
დავით საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერის საერთაშორისო ექსპერტიზას ითხოვს

უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე, მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს ექსპერტიზა დიდ ბრიტანეთში, ან აშშ-ში ჩაუტარდეს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია ზიკ-ს განუცხადა.

„წარმოიდგინეთ სააკაშვილის მასშტაბი, კურჩენკო კი ვინ არის - გაქცეული ოლიგარქი. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო იანუკოვიჩის ხელისუფლების სიმბოლო. არსებობს დიდი საქმე იანუკოვიჩის დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ისე ცუდად არის გაკეთებული, რომ გარკვეული დროის განმავლობაში სასამართლოებში ჩამოიშლება. აღმოჩნდა, რომ ამ საქმეზე სააკაშვილი დანაშაულებრივ შეთქმულებაში შევიდა იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩამოაგდოს. აი, ეს არის ამ საქმის ლოგიკა. მოდით, დავნიშნოთ ექსპერტიზა, არა ჩვენთან შსს-ში, ან სხვა გამყიდველ სააგენტოებში, არამედ საერთაშორისოში, ბრიტანეთში ან ამერიკაში. დაველოდოთ და ვნახოთ. ის გვიჩვენებს, რომ ეს მონტაჟია,“ - განაცხადა საყვარელიძემ.

5 დეკემბერს უკრაინის გენპროკურატურამ გამოაქვეყნა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს საუბრის ჩანაწერი, რომელშიც, სააკაშვილი მას უთანხმდება თანამშრომლობის შესახებ.

დღის ამბები