25 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
ავარია რუსთაველზე - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა 

რუსთაველზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითთ, შემთხვევის შედეგად სულ 4 ავტომობილია დაზიანებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.  

დღის ამბები