25 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
შსს-მ ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "112"-დან 14:44 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე​ დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

"გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა)," - ნათქვამია შსს-ოს განცხადებაში. 

დღის ამბები