24 სექტემბერი 2018,   14:38
ვრცლად
შვედეთის პოლიციამ სინაგოგაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა

შვედეთის პოლიციამ სინაგოგაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა.

ინცინდენტი ქალაქ გეტერბიორგში შაბათის ლოცვის დროს მოხდა, როდესაც სალოცავში ათობით ადამიანი იმყოფებოდა.

დაუდგენელმა პირებმა სინაგოგას მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. შედეგად დაიწვა ქუჩაზე გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი.

ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა მალევე შეძლეს.

პოლიციის ინფრომაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ.

მედიის ინფრომაციით, თავდასხმა ებრაელთა სალოცავზე პალესტინის მხარდამჭერებმა მოაწყვეს, რომლებიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებენ.

დღის ამბები