12 დეკემბერი 2018,   08:15
ვრცლად
დრო არის იმისთვის, რომ დაიწყოს გადამწყვეტი მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმირებასთან დაკავშირებით - ნინო ლომჯარია

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს მხოლოდ რეპრესიული,“ - ეს განცხადება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში ამ სფეროს რეფორმირება მოხდეს.

„დღეს დრო არის იმისთვის, რომ დაიწყოს გადამწყვეტი მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს მხოლოდ რეპრესიული და აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს განათლებაზე ახალგაზრდებში, ბავშვებში, პრევენციაზე, დახმარებაზე, კონსულტაციაზე და ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციაზე. კრიმინალიზაცია მომხმარებლის, როგორც ნარკოდამოკიდებული პირის, არის პრობლემური იმიტომ, რომ ეს მიდგომა საბოლოო ჯამში ვერ გვაძლევს იმას, რომ შემცირდეს საერთო ჯამში ნარკოდამოკიდებულების რაოდენობა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები