25 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
ქურდობა რუსთავში - მოპარულია გეოდეზიური აპარატურის შემადგენელი ნაწილები

ქურდობა რუსთავში - მოპარულია გეოდეზიური აპარატურის შემადგენელი ნაწილები.

აპარატურა გეოდეზიური და სეისმური კონტროლისთვის გამოიყენება და მისი მეშვეობით ხდება სეისმური საფრთხეების შეფასება.

სეისმოლოგების თქმით, მოპარული დეტალები სამეცნიერო დანიშნულებისაა და მისი გამოყენება სხვა მიზნით შეუძლებელია.

წინასწარი ინფორმაციით, ზარალი ორი ათას ლარამდეა. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები