25 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
ბეტონის ჯუნგლები და ქაოტური მშენებლობები თბილისში

სპორტის სასახლის ტერიტორიას, რომელიც დამახინჯებული თბილისის სიმბოლოდ იქცა და ყველა აკრიტიკებს, მისი დამახინჯების პროცესი კვლავაც გრძელდება. გენგეგმის ავტორთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომაც აფერხებს მერია გენგეგმას, რომ მახინჯ მშენებლობებს უკან მდგარ ჩინოსანთა ფინანსური ინტერესები არ შეფერხდეს.

გენერალური გეგმის ავტორი, მამუკა სალუქვაძე, ფიქრობს, რომ სანამ გენგეგმა არ იქნება დამტკიცებული, თბილისში ქაოტური მშენებლობები გაგრძელდება.

2 წლის განმავლობაში გენგეგმაზე მუშაობა მიმდინარეობდა. პროექტი მერიაში ხუთ ეტაპად ჩაბარდა და წელს, აპრილში, ყველანაირი ლოგიკით საბოლოოდ უნდა მოწეროდა ხელი, თუმცა ასე არ მოხდა, ნარმანიას ადმინისტრაციამ გეგმა მიუღებლად მიიჩნია. გენგეგმასთან დაკავშირებით არ იცის რას იზამს კალაძეც.

კვლევაში გეგმის ჩაგდების არაერთი არგუმენტია მოყვანილი. მათ შორის არის ელიავას ბაზრობის პარკით ჩანაცვლების გეგმა.

კალაძის ადმინისტრაციაში ბაზრობის გადატანას არ ემხრობიან და მიიჩნევენ, რომ ბიზნესისთვის გადასახდელი კომპენსაცია მძიმე ტვირთი იქნება და სხვა პროექტებზე უარის თქმა მოუწევთ.

თბილისის ზღვა ქალაქის სასმელი წყლის მთავარი რეზერვუარია და მის მიმდებარედ, თუნდაც, სასტუმროების მშენებლობა დაბინძურების რისკს ქმნის, მერიას კი იქ არათუ სასტუმრო-რესტორნებზე, ასობით კორპუსზე აქვს ნებართვა გაცემული. კალაძის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჯერ არ იციან, რას იზამენ.

კალაძე დღეს აცხადებს, რომ ქალაქში გადარჩენილი მწვანე ზონების განადგურებას აღარ დაუშვებს, მისი მოადგილე კი ნარმანიას პერიოდის პრობლემებს უკვე ხედავს.

 

დღის ამბები