20 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს უნდა იმსჯელოს

უკრაინის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. დაკავების 72 საათიანი ვადა დღის მეორე ნახევარში იწურება, თუმცა პროკურატურას სასამართლოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით შინა პატიმრობას მოითხოვს.

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის მხარდასაჭერი აქცია დღეს განახლდება, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები კრეშატნიკის ქუჩაზე პეჩორსკის სასამართლოსთან შეიკრიბებიან. მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

"2014 წლის შემდეგ პირველად, დამოუკიდებლობის მოედანზე ადამიანების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის მიზნით შეიკრიბა. დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ჩევნს ფსევდო ელიტისგან სამართლიან გადაწყვეტილებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ველოდებით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. თუკი გადაწყვეტილება არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ჩვენ სრულიად განსხვავებულ, უფრო რადიკალურ ქმედებებს მივმართავთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ერთერთმა ადვოკატმა. 

 

დღის ამბები