25 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
ისრაელის პრემიერი პალესტინურ მხარეს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერმინისტრი პალესტინურ მხარეს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, რაც უფრო მალე შეეგუებიან პალესტინელები არსებულ რეალობას, მით უფრო მალე გახდება შესაძლებელი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

ეს განცხადება ისრაელის პრემიერმინისტრმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით კი, შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების ფაქტი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

მაკრონის თქმით, ვითარების დეესკალაცია ე.წ. "ორი სახელმწიფოს" სტრატეგიის ფარგლებში უნდა მოხდეს. 

დღის ამბები