25 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
კალიფორნიაში მორიგი მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა - ცეცხლი სანტა ბარბარას უახლოვდება

კალიფორნიაში მორიგი მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. ამჯერად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი სახლების დატოვება კარპენტერიასა და მონტესიტოს რეგიონების მოსახლეობას მოუწოდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ქალაქ სანტა ბარბარას უახლოვდება. მეხანძრეები უკვე კვირაზე მეტია მასშტაბურ ტყის ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან.

სულ დაზარალებული რეგიონებიდან ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი, არიან დაშავებულები. კალიფორნიის შტატში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

დღის ამბები