24 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
ბიუროს სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ

2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ კანონმდებლები დღევანდელ ბიუროს სხდომაზე. მთავარი საფინანსო დოკუმენტი კანონმდებლებმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ. თუმცა, ამ ვერსიაში არ იქნება ასახული კონკრეტულად რამდენი დაიზოგება მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად.

დეპუტატების თქმით, ბიუჯეტი დასრულებულ სახეს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.

„30 მილიონიანი ზრდა გვაქვს კულტურის მიმართულებით, ასევე იზრდება მნიშვნელოვნად განათლების მიმართულებით დაფინანსება და რაც მთავარია, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისთვის იქნება გამოყოფილი შესაბამისი რესურსი, რომ დეპარტამენტმა დაიწყოს ფუნქციონირება,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ჯაში.

პროექტის მიხედვით, კი რომელიც პარლამენტში ამ დროისთვის არის წარდგენილი, სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, 2900 ადამიანიდან ექვსს შეამცირებენ.

ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია.

„ბიუჯეტში არის ძალიან ბევრი ცუდი ხარჯი, რომელიც ვერ შეუწყობს ხელს ქვეყანაში ფინანსურ, ლარის და ფასების სტაბილურობას,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის განმარტებით, ხარჯები მთავრობას ცვლილებების განხორციელებამდე უნდა დაეთვალა.

„მთავრობა ზრდის ბიუჯეტს, მაგრამ ერთ თეთრსაც ვერ ნახულობს ვერც პენსიის გასაზრდელად, ვერც დევნილების შემწეობის გასაზრდელად, ვერც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებისათვის. ამ საყოველთაო გაჭირვებაში მთავრობა არაფერს არ აპირებს, რომ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებს დაეხმაროს,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ასევე, სამშაბათს რიგგარეშე სხდომის გამართვის საკითხზე იმსჯელებენ.

დღის ამბები