22 სექტემბერი 2018,   00:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში გადაიყვანეს

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. სანდრა ელისაბედ რულოვსი წინასწარი დაკავების იზოლატორთან დღეს დილიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

ის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავდა. თუმცა, როგორც სააკაშვილის უფლებადამცველებმა გაარკვიეს, ის უკვე სასამართლოში გადაიყვანეს. შესაბამისად, ადვოკატები და სანდრა ელისაბედ რულოვსი უკვე სასამართლოს შენობისკენ გაემგზავრნენ.

მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ის დაკავების შემდეგ ყავდათ გადაყვანილი. 

როგორც ცნობილია, დაკავების 72 საათიანი ვადა დღეს დღის მეორე ნახევარში იწურება. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. 

 

დღის ამბები