საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გამართავს. პარტიის წარმომადგენლები მიხელ სააკაშვილს უკანონო პოლიტ პატიმრად მიიჩნევენ, და უკრაინის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. აქცია 13:00 საათისთვის უნდა დაიწყოს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი „პირად პატიმრობაში“ დაიტოვოს.
„მისი გამოშვების შემთხვევაში, ფაქტობრივად, პოროშენკოს საათები დათვლილია. თუმცა, თუ მაგალითად არ გამოუშვებს და დატოვებს ციხეში, ასევე, სერიოზული პრობლემა ექნება პოროშენკოს.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უჭირს გათვალოს, რას მოიმოქმედებს უკრაინის ხელისუფლება.
„აგონიაში მყოფი ოლიგარქების ქმედებების გათვლა არის ძალიან რთული, იმიტომ, რომ ისინი ირაციონალურად მოქმედებენ საკუთარი შიშებიდან და არა ქვეყნის ინტერესებიდან ან დემოკრატიული პრინციპებიდან ან რამე მიღებული სტანდარტიდან გამომდინარე. ასე, რომ წინასწარ გათვლა არის ძალიან რთული, თუმცა, მთავარი აქვს მიხეილ სააკაშვილს... ეს არის სიმართლე, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ხალხის ნება იმისთვის, რომ ამ სიმართლემ გაიმარჯვოს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.