19 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ნაკლებად მაინტერესებს, სასირცხვილო კაცია - ვიქტორ დოლიძე 

სასირცხვილო კაცია, სასირცხვილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება - ეს განცხადება, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ გააკეთა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა მესამე პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირება და მიმდინარეობს თუ არა უკრაინასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები, დოლიძემ განაცხადა, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილი საინტერესო აღარ არის.

„არ არის საინტერესო ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი. მართალი გითხრათ, მე მიხეილ სააკაშვილი ნაკლებად მაინტერესებს. სასირცხვილო კაცია, სასირცხვილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება. არანაირად საინტერესო არ არის, არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად. მოგწონთ თქვენ რასაც აკეთებს მიხეილ სააკაშვილი ახლა? მე მესმის, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილის ტელევიზია ხართ,“ - მიმართა დოლიძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს კითხვის საპასუხოდ.

დღის ამბები