19 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
სააკაშვილის საქმის განხილვის მოლოდინი - ჟურნალისტები სასამართლო დარბაზში შეუშვეს

პეჩორის რაიონულ სასამართლოსი ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. სასამართლო პროცესი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე არის ჩანიშნული. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ.

პროკურორები ამ ეტაზე ჟურნალისტებთან არ კონტაქტობენ და პროცესის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდო, უკრაინულ ენაზე გააკეთებენ კომენტარს.

სასამართლო დარბაზში იმყოფებიან ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

პროკურორები მოითხოვენ, რომ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიესაჯოს ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებით. ადვოკატების თქმით, ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ გადაადგილების გაკონტროლება მოხდეს.

ადვოკატების თქმით, სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალი სამართლებრივად გაუმართავია. ისინი აპელირებას გააკეთებენ პროცესუალურ დარღვევებზეც, რომელიც დაკავების და პირადი ჩხრეკის მომენტში მოხდა. ასევე, იმ დარღვევებზეც, რომლებიც დროებით მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს დაფიქსირდა.

მიხეილ სააკაშვილმა არ ჩაიბარა ის შუამდგომლობა, რომლითაც პროკურორები მის შინაპატიმრობას მოითხოვენ. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში უკვე გადაიყვანეს.

სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. სამართალდამცველები იმყოფებიან შენობის შიგნითაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 8 დეკემბერს დააკავეს, პრორუს ოლიგარქებთან კავშირის ბრალდებით.

დღის ამბები