რეკორდულმა დიდთოვლობამ დიდი ბრიტანეთის პარალიზება გამოიწვია. ქვეყანაში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. შეფერხებულია სატრანსპორტო, სარკინიგზო, საბორნე და ავია მიმოსვლა.
კომპანიები მგზავრებს მოუწოდებენ, წინასწარ შეამოწმონ რეისების განრიგი. დაზარალებულ რაიონებში საფრთხის საშუალო დონეა გამოცხადებული.
ათასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია, უამინდობის გამო ინგლისსა და უელსში ასობით სკოლა დღესაც დახურული რჩება.