16 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში - შიო ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ფედერაციის საანგარიშო ყრილობა 13:00 საათზე „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება. ხმის უფლების მქონე 34-მა დელეგატმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. განაცხადები ვეტერანმა კალათბურთელებმა - პაატა გურასპაულმა და შიო ხეცურიანმა შეიტანეს.

შიო ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, ის არჩევნებში მაინც მიღებს მონაწილეობას, რადგან მან კანდიდატურის მოხსნაზე განაცხადი არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.

ხეცურიანი აღნიშნავს, რომ დელეგატთა სია მისთვის უცნობი იყო და განმარტა, რომ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება საარჩევნო გარემოს გამო მიიღო.

„გვინდოდა, რომ პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო სამყარო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ დამარცხება პირადი ინტერესების. ვიღაცეების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარება,“ - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

მიმდინარეობს დელეგატთა რეგისტრაცია. ამ დროისთვის არ გამოცხადებულა 7 დელეგატი. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის თქმით, მომავალ პრეზიდენტს ფედერაცია უკეთეს პირობებში ხვდება.

 

დღის ამბები