25 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
ნობელის პრემიის ლაურეატების პატივსაცემად სტოკჰოლმში გრანდიუზული ბანკეტი გაიმართა

ნობელის პრემიის ლაურეატების პატივსაცემად სტოკჰოლმის მერიის შენობის ცისფერ დარბაზში გრანდიუზული ბანკეტი გაიმართა. მიღებაზე შვედეთის მეფემ ათასზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის ნობელის პრემიის წლევანდელ ლაურეატებს და პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.

ბანკეტამდე, რომელიც წელს ყინულის თემას მიეძღვნა, სტოკჰოლმსა და ოსლოში ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიები გაიმართა.

ლაურეატების პატივსაცემად სტოკჰოლმის სამეფო ორკესტრმა კონცერტიც ჩაატარა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი გუსტავო დუდამელი უძღვებოდა.

დღის ამბები