თურქეთის პრეზიდენტმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის ისრაელი გააკრიტიკა და ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენია. თავად ისრაელის პრემიერმა კი განაცხადა, რომ ვერ მოისმენს მორალის ლექციებს იმ ქვეყნის ლიდერისგან, სადაც ჟურნალისტებს აკავებენ და ქურთულ სოფლებში საკუთარ მოსახლეობას ბომბავენ.
იერუსალიმის ცენტრში ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს. თავდამსხმელი, რომელიც პალესტინელი აღმოჩნდა, შემთხვევის ადგილზევე დაკავეს. დანით დაჭრილი სამართალდამცველი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეგიონში უკვე ერთი კვირაა დაძაბული ვითარებაა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, პალესტინელებსა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს შორს შეტაკებები მიმდინარეობს.