24 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
გათავისუფლდეს მერაბიშვილი - ესტონეთის პარლამენტის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

ესტონეთის პარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი.

მათი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივებისა და ოპონენტების დევნისთვის გამოიყენა. ეს კი, პარლამენტარების განცხადებით, შეუთავსებელია ევროკავშირისა და NATO-ს ღირებულებებთან.

წერილს ხელს ესტონეთის პარლამენტის ოთხი წევრი და ერთი ევროპარლამენტარი აწერს.

დღის ამბები