25 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
პაატა ბურჭულაძეს პროკურატურაში იბარებენ - მსოფლიო ბანის თანაგუნდელები პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობენ

მსოფლიო ბანი და ცნობილი ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე პროკურატურაშია დაბარებული. გამოძიება ფონდ „იავნანადან“ თანხების შესაძლო გაფლანგვას იძიებს. ბურჭულაძეს მთავარ პროკურატურაში 13 დეკემბერს ელოდებიან. საუბარია ბურჭულაძის საქველმოქმედო საქმიანობასა და ფონდ "იავნანაზე".

მთავარი საგამოძიებო უწყება ადგენს, ხდებოდა თუ არა შემოწირულობების მითვისება. ”დანაშაული საფუძვლის გარეშე” - ასე დაარქვეს ბურჭულაძის საქმეს მის ფონდში.

ამ დრომდე უცნობია, მივა თუ არა ოთხშაბათს დაკითხვაზე პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო ბანი საქართველოში არ იმყოფება. მისი წარმომადგენლები კი, დაკითხვის თარიღის და ფორმატის შეცვლას მოითხოვენ. საოპერო მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ ბურჭულაძე მზად არის კითხვებს პასუხი გასცეს, ოღონდ იანვარში და მხოლოდ ღია სასამართლო სხდომაზე.

პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელები პროკურატურის გადაწყვეტილებას პირად ანგარიშსწორებად და პოლიტიკური ოპონენტის მოშორების მცდელობად აფასებენ.

ბოლო ოთხი თვეა ბურჭულაძის საქმეზე ათობით ადამიანი დაიკითხა.

გამოძიების დაწყების საფუძველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც ფონდს, საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

 

 

 

 

 

დღის ამბები