19 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
ჩუბინიძის და ღარიბაშვილის ვიზიტი ახალაიას საკანში - სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, დაცვის მხარე გამოძიების დაწყებას ელოდება

სახელმწიფო დაცვის სპეციალურის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ბაჩო ახალაიასთან საკანში შესვლის ფაქტს ადასტურებს. ახალაიამ „შაბათის კურიერთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მასთან საკანში მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის მოთხოვნით, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე რამდენჯერმე მივიდნენ.

ანზორ ჩუბინიძე არ აკონკრეტებს, რა მიზნით მივიდა მატროსოვის ციხეში და რა სტატუსით შეუშვეს ის ბრალდებულის საკანში. ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირება „კურიერმა“ ვერ მოახერხა.

ახალიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძე და შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ახალაიას საკანში რამდენჯერმე შეხვდნენ.

ახალაია ამდენწლიან დუმილს მაშინდელი პოლიტიკური ვითარების ფონით ხსნის.

ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, საჯარო სივრცეში ბაჩო ახალიას მიერ გაკეთებული მამხილებელი განცხადების შემდეგ, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს.

ბაჩო ახალიას სკანდალურ ინტერვიუში მოყვანილი დეტალების "ქართულ ოცნებაში" არ სჯერათ და ამბობენ, რომ ახალიამ იცრუა.

მატროსოვის ციხიდან გაკეთებული სკანდალური განცხადება ბაჩო ახალაიას თანაგუნდელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ახალაიას ტელეინტერვიუში მოყვანილი ფაქტების შესახებ გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია. მთავარ საგამოძიებო უწყებაში განმარტებებს არ აკეთებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები