19 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
ევროპელი პოლიტიკოსები მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - არგუმენტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაა

ევროპელი პოლიტიკოსები და ქართული ოპოზიცია ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერას აფიქსირებენ. ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

ესტონელი პარლამენტარები წერილით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის წევრებს მიმართავენ, რომ მერაბიშვილი საპატიმროდან გაათავისუფლონ.

ევროპელი პოლიტიკოსების არგუმენტი ევროსასამართლოს ის გადაწყვეტილებაა, რომლითაც დადგინდა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა უკანონოდ იყო გამოყენებული მასზე ზეწოლისთვის.

გიგი უგულავა, რომლის მიმართაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ასევე მისაღები აქვს, ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროსტრუქტურების წინააღმდეგ არ წავიდეს და მერაბიშვილის სახით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ციხეში არ დატოვოს.

„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამბობენ, რომ ყოფილი ხელისუფელების წევრების პირების მიმართ პოლიტიკური დევნა არსებობს.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას დაელოდება, რომლის აღსრულებაც მთავრობისთვის სავალდებულო იქნება. დაასწრებს თუ არა მინისტრთა კომიტეტს ხელისუფლება და შეიწყალებს თუ არა ვანო მერაბიშვილს, ამაზე პარლამენტის თავმჯომარემ ღია მინიშნება გააკეთა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები