12 დეკემბერი 2018,   08:15
ვრცლად
სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის თემა უკრაინული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაშია - თეა წულუკიანი

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არის უკრაინული სახელმწიფოს შიდა საკითხი,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი თითქმის 7 საათზე მეტია, გრძელდება.

თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით ქართული მხარე უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. მინისტრის განცხადებით, საქართველო უკრაინის შიდა საქმეებში არ ერევა.

„რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ პროცედურებს, რა თქმა უნდა, ისინი მიმდინარეა და ექსტრადირების მოთხოვნის საკითხის გადაწყვეტას ელოდება უკრაინაში. როგორ გადაწყდება ექსტრადიციის მოთხოვნის თემა, ესეც არის, რა თქმა უნდა, უკრაინული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები