21 სექტემბერი 2018,   18:51
ვრცლად
"ერღვევათ სისტემა" - მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

"მოსამართლემ პრეზიდენტის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. დღეს რაც მთავარია, აქ მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი იყო,“ - მიხეილ სააკაშვილმა პეჩორის სასამართლოს მიერ მისი გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ერღვევათ სისტემა. ამათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ მე სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. შეიძლება, სახურავიდანაც მომეწყო მიტინგები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ," - აღნიშნა სააკაშვილმა. 

მან მოსამართლის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

„უკრაინაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა საქართველო გამარჯვებული დარჩეს,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, ის ვარაუდობს, რომ ბრალდების მხარე სხვა საქმეზე მიმართავს სასამართლოს.  

სააკაშვილმა კომენტარი მის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებაზეც გააკეთა.

„თუ ხელი წაუცდათ, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები