25 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
წარმოუდგენელი რაღაც მოხდა - გიული ალასანია

„ის, რაც დღეს მოხდა, ეს წარმოუდგენელი რაღაცაა,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა მისი შვილის ირგვლივ უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ "ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო". 

„რთული პერიოდია საერთოდ ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში და ვერ წარმომედგინა, თუ რაიმე ასე ძალიან გამიხარდებოდა. ის რაც დღეს მოხდა, ეს წარმოუდგენელი რაღაცაა,“ - ამბობს გიული ალასანია.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის დღეს გათავისუფლება უკრაინის და საქართველოს გამარჯვებაა. 

„ეს არ არის მარტო ჩემი შვილის გამარჯვება, ეს თქვენი გამარჯვებაა, ეს ჩვენი გამარჯვება, ეს უკრაინის და საქართველოს გამარჯვებაც არის. გილოცავთ ყველას,“ - აღნიშნა გიული ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას, განცხადებით, ის უკრაინაში ხშირად მიდის ხოლმე და იქ ჩასვლის პრობლემა არასდროს შექმნია. გიული ალასანია ამბობს, რომ უკრაინაში ყოველთვის ჩავა, როცა ამის საჭიროება შეიქმნება.

დღის ამბები