25 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის - გიორგი ვაშაძე

„ეს არის პოლიტიკური პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყევტილება იყო დღეს სასამართლოს მხრიდან,“ - ეს განცხადება პარტია ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლების შესახებ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ეს არის ძალიან სერიოზული ტურბულენცია უკრაინაში, ვფიქრობ, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ნაბიჯებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას არ სურს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება. ვაშაძე ფიქრობს, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოს მხარისთვის გადაცემა არ მოხდეს.

„მე არ მგონია, რომ საქართველოს მხარე შეთანხმებულია, ან მათ ინტერესშია, ან მათ სურვილი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოხდეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილიც, რომელიც ციხეშია, მათთვის ძალიან დიდი თავისტკივილია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე უკრაინის პროკურატურის ბრალდებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან კავშირი აქვს, თუმცა ვაშაძე ამას კატეგორიულად გამორიცხავს.

დღის ამბები