25 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
თუკი უკრაინა მიხეილ სააკაშვილს გადასცემს საქართველოს და მოხვდება ციხეში, ამ შემთხვევაში ორ კურდღელს იჭერს რუსეთი - ბათუ ქუთელია

„ის ფაქტი, რომ საქართველოს და უკრაინის პოლიტიკა და ბედიც ისტორიის ამ მომენტში ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაბმული, არავითარ ეჭვს არ იწვევს და ძნელია ამის საწინააღმდეგო არგუმენტის მოყვანა,“ - ეს განცხადება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, ბათუ ქუთელიამ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი,“ - აღნიშნა ქუთელიამ.

ბათუ ქუთელიას განცხადებით, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დემოკრატიის შექმნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მიხეილ სააკაშვილმა ითამაშა. მის მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელმაც წინა პლანზე ოლიგარქები წამოწია. მისი თქმით, სწორედ ოლიგარქები უთხრიან ძირს დასავლურ ფასეულობებს.

ბათუ ქუთელიამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებითაც.

„თუკი უკრაინა მიხეილ სააკაშვილს გადასცემს საქართველოს და მოხვდება ციხეში, ამ შემთხვევაში, ორ კურდღელს იჭერს რუსეთი იმიტომ, რომ ორივე ეს ქვეყანა, საქართველოც და უკრაინაც, რომელიც დემოკრატიული და არადემოკრატიული სამყაროს დაპირისპირების ფრონტის ხაზზეა, ავტომატურად მათი რეპუტაცია შეილახება, ეს გამოიწვევს შეუქცევად პროცესს, რაც მთლიანად მოახდენს დისკრედიტაციას ამ ორივე ქვეყნის და ეს არის ის, საცად რუსეთი მიიღებს ტაქტიკურ გამარჯვებას,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 

 

 

 

დღის ამბები