25 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
ვაგრძელებთ ბრძოლას და გადავდივართ საგანგებო რეჟიმში - ხატია დეკანოიძე

უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს და საქმიანობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები გუშინდელ განჩინებაs გამარჯვებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.

“ვაგრძელებთ ბრძოლას და თუ მსგავსი შეთანხმება შედგება და მაინც მოხდება ორი ოლიგარქიული რეჟიმის საბოლოო შეთანხმების წერტილამდე მისვლა, ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული წყობა და სახელმწიფოებრიობა ბოლომდე ჩაესვენოს. გადავდივართ საგანგებო რეჟიმში, ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას,“ -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები