24 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ანტიკორუფციული აქცია ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, ანტიკორუფციული აქცია ვაშინგტონში - აქციის მონაწილეები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად პოსტსაბჭოთა სივრცის ემიგრანტები ნიუ იორკიდან, ნიუ ჯერსიდან და პენსილვანიიდან ჩავიდნენ.

აქციაზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ესა თუ ის ოლიგარქი, რომელიც დროებით მართავს ქვეყანას, საკუთარი ინტერესებისთვის წყვეტს, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და ვინ არა. ის ბრძოლა, რომელსაც სააკაშვილი ეწევა უკრაინაში, არის რეგიონალური მასშტაბის ბრძოლა, რომლის შედეგებსაც მნიშვნელობა ექნება მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

უკრაინის საელჩოსთან იმყოფებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები