24 აპრილი 2024,   02:13
ვრცლად
ლარის კურსის გაუფასურება ზეგავლენას იქონიებს ტარიფებზე - სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორი 

2018-დან 2020 წლამდე ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ღირებულება თვის ბოლომდე გახდება ცნობილი. დღეს სემეკში მორიგი სხდომა იმართება, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ტარიფზე მსჯელობა დღეს არ მოხდება.

პირველ ეტაპზე მარეგულირებელი კომისია კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. სემეკში განმარტავენ, რომ დაგეგმილი ხარჯების დამტკიცების შემდეგ, მოხდება უკვე კომუნალური ტარიფების დადგენაც.

ინვესტიციების მოცულობა ამ ეტაპზე წარდგენილი პროექტების მიხედვით, ერთ მილიარდ ლარს აღწევს. იზრდება განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარება და ასევე, იგეგმება ახალი ქვესადგურების მშენებლობა. კომისიაში აცხადებენ, რომ ლარის კურსი ტარიფებზე სავარაუდოდ აისახება.

„ლარის კურსის გაუფასურება გარკვეულწილად მოქმედებს ტარიფებზე, აქედან გამომდინარე, ის ზეგავლენას იქონიებს ამ შემთხვევაში. უბრალოდ, ახლა მე არ შემიძლია დაგისახელოთ რაიმე კონკრეტული ციფრი თუ რა მოცულობით და რა რაოდენობით იქნება ეს ზემოქმედება განხორციელებული,“ - აცხადებს სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე.

დღის ამბები