გურჯაანში გაზქურის აფეთქების შედეგად დაზარალებულები კლინიკიდან გაწერეს. 67 წლის გივი თვალმიხელაშვილმა მეგობართან ერთად საავადმყოფო გუშინვე საღამოს დატოვა, რის შემდეგაც პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. აფეთქების სავარაუდო მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
დაზიანებულ საცხოვრებელში მუშაობდნენ გამომძიებლები და გაზის ადგილობრივი კომპანია. დაბზარულია კედლები და ჩამსხვრეულია მინები.
დაეხმარება თუ არა თვითმმართველობა დაზარალებულს სახლის აღდგენაში, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.