18 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
პაატა ბურჭულაძე ხვალ პროკურატურაში არ გამოცხადდება - ის გამოკითხვას მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს

პაატა ბურჭულაძე ხვალ პროკურატურაში არ გამოცხადდება. ფონდ "იავნანადან" თანხების გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანი გამოკითხვას მეტი გამჭვირვალობისთვის მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

მისი ადვოკატის განმარტებით, ბურჭულაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, საქართველოში ჩამოსვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქმეზე ათობით ადამიანი დაიკითხა.

„ბატონი პაატა მზად არის მისცეს ჩვენება, ოღონდ ამ ჩვენებას მისცემს სასამართლოში. ინფორმირებულია პროკურატურა ამის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რომელ დღეს მისცემს სასამართლოში ჩვენებას, ეს უკვე არის შეთანხმების საგანი და რამდენიმე დღეში ეს შეთანხმებაც მოხდება. რასაკვირველია, არის თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოსთან, ოღონდ ეს არის სასამართლოს გზით,“ - განმარტა სოსო ბარათაშვილმა.

დღის ამბები