25 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
ჟენევაში დღეს მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი იწყება

ჟენევაში დღეს მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი იწყება. ორდღიან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად შერიგებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები გაემგზავრნენ. მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხს და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, საუბარი ასევე შეეხება რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებასა და დევნილთა სახლებში დაბრუნების საკითხებს.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს ასევე, გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის მოთხოვნას.

„საუბარი გვექნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების სიტუაციაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციაზე, წვრთნებზე, სამხედრო მანევრებიზე, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ადგილი აქვს. ასევე, მავთულხლართების დამონტაჟებაზე, ადამიანების გახშირებულ უკანონო დაკავებასა და გატაცებაზე,“ - განაცხადა დავით დონდუამ.

დღის ამბები