25 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
აშშ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება - იან კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

იან კელის განცხადებით, შეერთებული შტატები მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კელის თქმით, აუცილებელია სამართლიანი სამართლებრივი პროცესის წარმართვა. 

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება," - განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული პროცესების საქართველოსთან კავშირზეც საუბრობს. 

"რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია საქართველოს დავეხმაროთ წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე," - აცხადებს იან კელი. 

დღის ამბები