19 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
პაატა ბურჭულაძეს მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

პაატა ბურჭულაძეს ღია სასამართლო სხდომაზე დაკითხავენ. მთავარმა პროკურატურამ მსოფლიო ბანის საჯარო განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს არა პროკურატურაში, არამედ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. ამის შესახებ პროკურორმა, მამუკა ვასაძემ „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქმე ეხება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ქველმოქმედებით მიღებული რამდენიმე მილიონის მითვისებას ეხება.

პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში 13 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა როდის მოხდება მისი დაკითხვა, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები