20 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
"უნდა ეყოთ კოლეგებს სინდისი, აღიარონ დამარცხება" - სამეგრელო-ზემო სვანეთის ადვოკატები "ადვოკატთა ასოციაციის" არჩევნებზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადვოკატები თბილისში გამართულ "ადვოკატთა ასოციაციის" არჩევნებს ეხმაურებიან. ისინი მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ და ღიად უჭერენ მხარს დავით ასათიანის კანდიდატურას.

„უნდა ეყოთ კოლეგებს სინდისიც, ნამუსიც და გამბედაობაც, რომ აღიარონ ეს დამარცხება. 160 ხმა მიიღო ადამიანმა და გაჰკივის გააყალბესო. რა უნდა მომხდარიყო წარმოიდგინეთ, რომ 160 ხმიან ადამიანს მოეგო. ან რა უნდა მოკლებოდა ან რა უნდა მომატებოდა წარმოუდგენელია. ვულოცავთ დავით ასათიანს გამარჯვებას, მის გუნდს და ვემიჯნებით ლანჩავა-კორძაძის ბინძურ კამპანიას, რაც ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ არის მიმართული,“ - განაცხადა ადვოკატმა როლანდ შონიამ.

რამდენიმე დღის წინ "ადვოკატთა ასოციაციის" არჩევნებზე, ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობა დავით ასათიანმა მოიპოვა. თუმცა, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დიდი ნაწილი აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის გაყალბდა. ისინი არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები