25 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა 

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. ისინი თანხმდებიან, რომ დროებით ზომად გენდერული კვოტირება უნდა იყოს და ამასთან დაკავშირებით, პარლამენტი შემოთავაზებულ კანონპროექტზე მსჯელობას მომავალი წლიდან დაიწყებს.

„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობას და ამ თემისადმი კიდევ ერთხელ ყურადღების მიპყრობას. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძალიან ნელა ხდება სტატისტიკის ცვლილება და ნელა ხდება გააქტიურება პოლიტიკურად ქალების, ვფიქრობ, რომ დროებითი ზომის სახით, კვოტების მიღება არის საქართველოსთვის სწორი ზომა,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

განცხადება ამ თემაზე გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

„უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ თუნდაც პოლიტიკაში, თუნდაც სხვადასხვა მიმართულებებით იყვნენ ჩართულები. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ჩვენი როგორც პარტიის მხრიდან, ყველა არჩევნებზე ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში გენდერული თანასწორობის პრობლემაზე საუბრობს გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი.

„საქართველო არის პროგრესული ქვეყანა, ჩვენ ვნახეთ სწრაფი განვითარება ბევრ სფეროში, მაგრამ ქვეყანას აქვს ასევე გამოწვევებიც, რომლებიც ხელს უშლის მიზნების მიღწევას, ეს არის გენდერული თანასწორობის პრობლემა,“ - აცხადებს შომბი შარპი.

დღის ამბები