26 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
"ადვოკატთა ასოციაციის" არჩევნები - ადვოკატთა ნაწილი არჩევნების თავიდან ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს 

ლევან ჯანაშია და მისი გუნდის წევრები "ადვოკატთა ასოციაციის" არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია არჩევნები თავიდან ჩატარდეს, რადგან ის მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა. ლევან ჯანაშია, რომელიც წინასწარი შედეგებით მეორე ადგილზეა, ამბობს, რომ ამ დარღვევების ხელშეწყობა მხოლოდ ზაზა ხატიაშვილს და დავით ასათიანს შეეძლოთ.

„მეორე ტურზე შეთავაზება არ შეიძლება განხილული იყოს ჩვენი მხრიდან სერიოზულად. როცა ლაპარაკი არის მეორე ტურზე, ამისთვის აუცილებელია, რომ პირველი ტური უნდა იყოს ჩატარებული სამართლებრივი პროცედურების დაცვით და სწორად. არ უნდა არსებობდეს პირველი ტურის ბათილობის საფუძველი, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ სახეზეა,“ - განაცხადა "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ.

საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ბრალდებებს "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" არჩეული თავმჯდომარე დავით ასათიანი გამოეხმაურა. დავით ასათიანი, მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჩვენი დამარცხებული ოპონენტები ახლა მხოლოდ და მხოლოდ ხმაურის გამოწვევის რეჟიმში არიან გადასული. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ლეგიტიმურ პროცესს, მიმდინარეობს სხვა ორგანოთა არჩევნების შედეგების დათვალა, მალე იქნება ეს ცნობილი,“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

დღის ამბები