24 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
ლუცენკოს ულტიმატუმი - სააკაშვილი ახალ წლამდე ან უკრაინას დატოვებს ან საქართველოში ექსტრადირება მოხდება

ლუცენკოს ულტიმატუმი სააკაშვილს - ახალ წლამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ან უკრაინას დატოვებს ან მისი სამშობლოში ექსტრადირება მოხდება. ეს განცხადება გენერალურმა პროკურორმა ცოტა ხნის წინ უკრაინულ „პიკის საათთან“ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში გააკეთა.

უკრაინის მთავარი ბრალმდებლის ამ განცხადებას, წინ დაკითხვაზე დაბარება უძღვოდა. სასამართლოს მიერ დარბაზიდან გათავისუფლებულ ოპოზიციის ლიდერს ორშაბათს პროკურატურაში ელოდებიან. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პროკურორს, იური ლუცენკოს კითხვები სააკაშვილთან კიდევ აქვს.

8-საათიანი სასამართლო პროცესის მთავარ მოვლენად მოსამართლე ლარისა ცოკოლი და მისი ხმაურიანი გადაწყვეტილება იქცა.

უკრაინული Forbes-ის შემქმნელი და ანალიტიკოსი, ვლადიმერ ფედორინი ამბობს, რომ საპროტესტო ტალღის აგორებით გამოწვეულმა შიშმა ხელისუფლებას ისეთი შეცდომები დააშვებინა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავარ პოლიტიკოსად და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამანიის მთავარ ლიდერად აქცია.

უცნობია, ვინ განიხილავს საქმეებს, რომელიც უკრაინულ სასამართლოებში დეკემბრის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ამ დრისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტს სულ 17 საქმე უკავშირდება, მათი ნაწილი სააკაშვილის წინააღმდეგაა აღძრული, ნაწილი კი მისმა ადვოკატებმა, საიმიგრაციო სამსახურის და პრეზიდენტ, პოროშენკოს წინააღმდეგ შეიტანეს.

პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ოპოზიციური ძალების გაერთიანება მოსახლეობისთვის დადებითი გზავნილი იქნება.

72-საათიანი პატიმრობის და შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ახალი აქციისთვის ემზადება. კვირას, 17 დეკემბერს, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მხარდამჭერებს  კიდევ ერთ მარშზე ელოდება.

დღის ამბები