16 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
გლდანში უფასო სასადილოების დაფინანსება მცირდება - ოპოზიცია თბილისელების დაცინვაზე საუბრობს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოების დაფინანსება მცირდება. თუკი აქამდე მუნიციპალიტეტი 1 ბენეფიციარზე 1 ლარსა 18 თეთრს ხარჯავდა, ახლა ასე აღარ იქნება. მერიაში ამბობენ, რომ უკიდურეს სიღატაკეში მყოფი მოქალაქეების გამოკვება 5 თეთრით იაფადაც შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ გლდანში.

უფასო სასადილოებში კვების ახალი ფასი 1 იანვრიდან ამოქმედდება. სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისთვის საჭმლის თანხის შემცირებას მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, ოპოზიცია დაცინვად აფასებს.

ოპოზიციის ბრალდებას უფასო სასადილოების თემაზე თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძე ამბობს, რომ თანხა გაიზრდება, თუმცა როდის არ აკონკრეტებს, ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ფულს დაზოგავს დედაქალაქის მერია სხვა პროექტებში.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გიორგი ბირბიჩაძემ უფასო საკვებზე თანხის შემცირება უარყო და განაცხადა, რომ სასადილოების დაფინანსება 500 ათასი ლარით გაიზარდა. დეპუტატს გამორჩა, რომ ეს თანხა დამატებით ბიუჯეტიდან მხოლოდ იმიტომ გამოიყო, რომ ბენეფიციართა რაოდენობამ მოიმატა.

 

დღის ამბები