25 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
კვირიკაშვილს აკლდა მზესუმზირა, ლუდი და ქუჩაში საქმე უნდა გაერჩია - ოპოზიცია „უცნობისა“ და პრემიერის დაპირისპირებას ეხმაურება

გიორგი გაჩეჩილაძესა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირებას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, მთავრობის შიგნით არსებულ პოლიტიკურ გარიგებებსა და კორუფციაზე უკვე მეგობრებმა დაიწყეს საუბარი.

„ქვეყანა მიაქვს კორუფციას და სანამ პრემიერს ძმაკაცებმა არ დაიწყეს ამაზე საუბარი, ამ პრობლემის აღიარება არავის უდნოდა. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ გარედან ეს ყველაფერი არაჯანსაღად გამოიყურება და ასე გამოიყურება, რომ კვირიკაშვილის ძმაკაცებმა სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს და როდესაც sms-ებით ვერ მოაგვარეს პრობლემა, საჯარო სივრცეში გადმოვიდნენ და ამ თემის განხილვა დაიწყეს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

ოპოზიციის წევრების თქმით, გიორგი კვირიკაშვილს არ აქვს განცდა, რომ ის ქვეყნის პრემიერმინისტრია.

„შემრცხვა ბატონი კვირიკაშვილის მაგივრად. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უბრალოდ აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი, კრიალოსანი და სადმე ქუჩაში, კუთხეში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან, რატომ არ მისცა ტენდერში გამარჯვების უფლება, ან რატომ მისცა. ძალიან უხერხულია, რომ საჯაროდ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, რაც ადასტურებს შემდეგს, რომ ბატონ კვირიკაშვილს განცდაც კი არ აქვს, რომ ის ნომინალურად მაინც ასრულებს პრემიერმინისტრის მოვალეობას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები