20 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პირობას დებს, რომ ქვეყანა უფრო მეტ ბირთვულ იარაღს შექმნის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პირობას დებს, რომ ქვეყანა უფრო მეტ ბირთვულ იარაღს შექმნის. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა ფხენიანში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორდღიანი ღონისძიება სწორედ ბირთვულ პროგრამას მიეძღვნა. კიმ ჩენ ინმა პირადად დააჯილდოვა მეცნიერები, რომლებმაც ახალი ბალისტიკური რაკეტა შექმნეს. მისი გამოცდა 29 ნოემბერს ჩატარდა.

ექსპერტების შეფასებით, რაკეტას შეერთებული შტატების ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლია.

დღის ამბები