25 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
თანაშემწეები, მოადგილეები, მდივანი, მძღოლები და მანქანის მრეცხავები - მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოპოზიცია სხვადასხვა ქალაქის მერიასა და საკრებულოებში საკადრო გადაადგილებებს და საშტატო ერთეულის გაზრდას აპროტესტებს.

გაირკვა, რომ ფოთის თვითმმართველობა თანაშემწეების რაოდენობით ლიდერის პოზიციაზეა. მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ერთად 12 დამხმარე ჰყავს.

ფოთის მერს 5 თანაშემწე ჰყავს. ფოთის ყოფილი მერი ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა. პოსტის შეცვლასთან ერთად ირაკლი კაკულიას თანაშემწეების რაოდენობაც გაეზარდა. თუ ადრე მერს 5 დამხმარე ჰყავდა, ახლა 7 ადამიანი ეხმარება.

თვალშისაცემი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის გორი მერიის თანამშრომელთა გაზრდილი რაოდენობა. გორის მერს სამი მოადგილე, 4 თანაშემწე, სამი კონსულტანტი, ერთი მდივანი, ერთი ნაკადის მომწესრიგებელი, სამი მძღოლი და მანქანის მრეცხავი ჰყავს. 

 

დღის ამბები